პსჟ ზაფხულში ოლისეს დამატებას განიხილავს | L’Équipe
პსჟ ამ ზაფხულს „ბაიერნის“ ვინგერის, მაიკლ ოლისეს შეძენას შეეცდება, ამის შესახებ L’Équipe-ი Get Football News France-ზე დაყრდნობით იუწყება.
აღინიშნება, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ამ გარიგების პოზიტიურ დასასრულთან დაკავშირებით, ოპტიმიზმს ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი მიუნხენელების ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 2029 წლამდეა გათვლილი.
გეტყვით ასევე, რომ ოლისემ ამ სეზონში 52 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 31 ასისტი მიითვალა.
ცნობისთვის, მაიკლის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 150 მილიონ ევროს შეადგენს.