ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია“ - უკრაინაში ერთა ლიგაზე ისაუბრეს

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, არტიომ მილევსკიმ ერთა ლიგის მომავალ სეზონზე და ჯგუფში უკრაინის ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

რას ამბობს მილევსკი:

„ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი ჯგუფია. ქართველებს ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. უნგრელები უხერხული მეტოქეები არიან, არც ირლანდიელებთან იქნება იოლი. მოკლედ, რთული ბრძოლა გველის. ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება ჯგუფი მოვიგოთ, ან სულაც ბოლო ადგილზე გავიდეთ.

ვნახოთ, რა იქნება. ჩვენს ბიჭებს ვუგულშემატკივრებ და წარმატებას ვუსურვებ. იარმოლენკოს კი მინდა ვუთხრა: ანდრიუშა, მიდი, მოუმატე! შევჩენკოს რეკორდის მოხსნამდე მხოლოდ ორი გოლი გაშორებს“.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ნაკრები წლების ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 25 სექტემბერს, ქართველი ფეხბურთელები ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, 28 სექტემბერს, კი კვლავ საკუთარ კედლებში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც უნგრეთში გაემგზავრებიან და 2 ოქტომბერს, ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშებენ. 5 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სტუმრად ჩრდ. ირლანდიას შეხვდება. 14 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდი უნგრეთს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 17 ნოემბერს, სტუმრად უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სლუცკი ბევრს ესაუბრებოდა, ზოგჯერ მკაცრადაც“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა
„სლუცკი ბევრს ესაუბრებოდა, ზოგჯერ მკაცრადაც“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა