ბიორნ იონსენი
Aa
Aa

ორდაბასიში ითამაშებს - იონსენის ყაზახური არჩევანი

ბიორნ იონსენი კარიერას „ორდაბასიში“ განაგრძობს. ყაზახური ვებ-გვერდის, Qazinform-ის ცნობით, 34 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა, რომელიც ახლო წარსულში ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა და არამხოლოდ კლუბის, არამედ მთლიანად Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ორჯერ გახდა, შიმკენტის კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ქუთაისიდან წასვლის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ იონსენი ვიეტნამში გადადიოდა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა და კარიერა „ალ-ვეჰდაში“ განაგრძო, თუმცა საუდის არაბეთის კლუბი ისე დატოვა, რომ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. „ორდაბასის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იონსენმა მათი კლუბის ხელმძღვანელებს თავი შარშან მოაწონა, როდესაც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოს“ რიგებში ყაზახებს ორი ბურთი გაუტანა.

ცნობისათვის, ბიორნ იონსენს ნორვეგიის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია - 2017-2020 წლებში მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალი Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გარეშე - კითხვის ნიშნები ლეგიონერების ხარისხზე
მუნდიალი Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გარეშე - კითხვის ნიშნები ლეგიონერების ხარისხზე