ლევან კორღალიძე, გორის დილა
Aa
Aa

ჯანმრთელობის პრობლემები - კორღალიძემ გორის დილა დატოვა

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოქმედი გამარჯვებული გუნდი გორის დილა მწვრთნელის გარეშე დარჩა.

კლუბის ოფიციალური გვერდის მიხედვით, ლევან კორღალიძემ დაკავებული თანამდებობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა. ჯერჯერობით ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უცნობია.

ოფიციალურ განცხადებაში წერია:

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. გუნდის ხელმძღვანელობამ მას ყველანაირი მხარდაჭერა შესთავაზა და დარჩენა სთხოვა, თუმცა ამ ეტაპზე ლევანმა საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა.

მადლობას ვუხდით ლევან კორღალიძეს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გორის დილას, Crystalbet ეროვნულ ლიგაში 16 ტურის შემდეგ, 20 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები