„უბრალოდ, მისი ცოლი დავიცავი“ - გეიჯი თოფურიას პასუხობს
თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ერთმანეთის მიმართ ჯანსაღი პატივისცემა აკავშირებდათ. თუმცა, სიტუაცია გასულ კვირას მას შემდეგ შეიცვალა, რაც დროებითმა ჩემპიონმა თოფურიას განქორწინებასთან დაკავშირებით არაკორექტული კომენტარები გააკეთა.
გეიჯიმ თქვა, რომ რომ ილიას „გამაღიზიანებელი“ ხასიათის გამო მას ნებისმიერი ადამიანი „მიატოვებდა“. ამ განცხადებამ კი თოფურია გააბრაზა, რომელმაც თქვა, რომ ამერიკელმა მის თვალში პატივისცემა დაკარგა. ამის შემდეგ, მებრძოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ჯასტინ გეიჯიმ UFC Paramount-თან ინტერვიუში თავის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ილია თოფურიასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. საგულისხმოა, რომ ილიას შესახებ არაკორექტული განცხადებები გეიჯის მამაც გააკეთა და თავდაპირველად, 37 წლის მებრძოლმა სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა:
„იცით, მამაჩემი მამაჩემია. მას ცუდი არაფერი უთქვამს. უბრალოდ დაბალი უწოდა. ცხადია, დაბალი ბიჭები ბრაზდებიან, როცა მათ დაბალს ეძახიან. მე რა ვთქვი? მე ვთქვი, რომ ის გამაღიზიანებელია. არასდროს ვისურვებდი მასთან ერთ ოთახში ყოფნას. კარგად მესმის, რატომ მიატოვებდა მას ნებისმიერი ადამიანი. ის მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს. ისეთი აღტაცებულია, რომ თავი ღმერთი ჰგონია.“
„იცით, მან ჩემთვის სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. ამიტომ, უნდა რომ თავი ისე მოგვაჩვენოს, თითქოს დიდი პატივისცემით გამოირჩევა, მაგრამ როგორც კი შანსი ეძლევა, საშინლად შეურაცხმყოფს. ასე რომ, თუ იმ კომენტარმა ჩემი ცემის სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერა, მაშინ აღარ ვიცი, აქამდე რის გაკეთებას აპირებდა. რეალურად, მასზე აუგი არასდროს მითქვამს. პირიქით, მის ცოლს ვიცავდი. იცით, არ მგონია, ამის გაგება შევძლო. ეს ძაღლიშვილი გამაღიზიანებელია. პირს არასდროს კეტავს და სულ საკუთარ თავზე ლაპარაკობს. ჯანდაბა, ეს მართლა გამაღიზიანებელია.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი საქართველოს დროით 15 ივნისს, დილით გაიმართება. ქართველი და ამერიკელი მებრძოლები ერთმანეთს თეთრ სახლში დაუპირისპირდებიან.