ილია თოფურია, დენა უაითი
Aa
Aa

„სიგიჟეა, სასტიკი ნოკაუტი იყო“ | დენა უაითს ილიას ბოლო ჩხუბები გაახსენეს

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, TNT Fight Sports-ს ინტერვიუ მისცა და „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ისაუბრა. უაითს ილია თოფურიას ბოლო ნოკაუტების ვიდეოები აჩვენეს და დენამ თითოეულ მათგანზე ისაუბრა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი

„ილია თოფურიასთან მიმართებით სიგიჟე უფრო ისაა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლისას მახრჩობელა ან მტკივნეულ ილეთებზე ორიენტირებული მებრძოლი იყო. ის ცნობილი თავისი საბმიშენებით იყო, შემდეგ კი დგომში დაუდგა მეტოქეებს, რომლებიც ნამდვილი მონსტრები არიან. ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრ ვოლკანოვსკია, რომელიც დაანოკაუტა, რამაც ხალხი შოკში ჩააგდო. მაშინ რა ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ილია ახალგაზრდა ბიჭია და კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლია. თუ ამ ტრაექტორიაზე გააგრძელა ყოფნა, მისი სახელი GOAT-ის (ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი) დისკუსიაში იქნება და შეგვეძლება მასზე, როგორც GOAT-ზე, ისე ვისაუბროთ“.

მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბი

„საოცარია. არც კი მახსოვდა, რომ ორთაბრძოლის დასაწყისში ჰოლოუეის ოქტაგონის ცენტრისკენ მიანიშნა. საოცარია, ორი ძალიან მაგარი ბიჭი! შეხედეთ, ილია არ ცდილობს, თეიქდაუნი შეასრულოს და ჰოლოუეი პარტერში გადაიყვანოს. როდესაც მებრძოლი ხარ, ჩხუბის დაწყებამდე უნდა იფიქრო: „რა არის საუკეთესო გზა, რათა ეს მეტოქე დავამარცხო?“ როდესაც ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩხუბობ, ფიქრობ, რომ თეიქდაუნი და მისი მახრჩობელა ან მტკივნეულ ილეთზე დაჭერა საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ არა, ილიას შეხედეთ! ის საკუთარი მუშტების ძალაში დარწმუნებულია და სჯერა, რომ მაქსის დანოკაუტება შეუძლია“.

ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბი

„რა ნოკაუტი იყო! ეს სასტიკი ნოკაუტი იყო! ახლა წარმოიდგინეთ, ის და გეიჯი დარტყმებს როგორ ცვლიან. ორივე მათგანი ცნობილია იმით, რომ სასტიკი ნოკაუტისთვის საჭირო ძალა აქვთ. შეხედეთ ილიას, ეს ბიჭი უკან არ იხევს. საკუთარ ხელებსა და ნიკაპში დარწმუნებულია და ანოკაუტებს მებრძოლებს, რომლებიც არასდროს არავის დაუნოკაუტებია“.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლას თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ. დენას თქმით, მთავარი მოვლენის მონაწილეები ოქტაგონისკენ გასვლას ოვალური ოფისიდან დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი მანქანა გელოდება“ | მილიონი დოლარი და ცარუკიანის დაპირება გეიჯის
„ახალი მანქანა გელოდება“ | მილიონი დოლარი და ცარუკიანის დაპირება გეიჯის