ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ახალი მანქანა გელოდება“ | მილიონი დოლარი და ცარუკიანის დაპირება გეიჯის

ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას UFC Freedom 250-ზე გამართავს და ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი ჩხუბს მოუთმენლად ელოდება. ცარუკიანმა გეიჯის მოგებაზე, ფსონის სახით, 1 მილიონი აშშ დოლარი განათავსა და თუ მისი პროგნოზი გამართლდა, 5.7 მილიონს მიიღებს.

ახლახან ცარუკიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. არმანმა გეიჯის მიმართა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მას ავტომობილს აჩუქებს: „ჯასტინ, როდესაც გაიმარჯვებ, RAM-ის ახალ პიკაპს დაგახვედრებ! წავედით!“

„ელ მატადორს“ ცარუკიანის პროგნოზთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, განაცხადა, რომ ვიდეო გადაიღო და გეიჯისთან ჩხუბის წინ საკუთარი ვარაუდი დააფიქსირა. ილია აპირებს, ეს ვიდეო ჯასტინის დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაავრცელოს.

ცნობისთვის, UFC Freedom 250-ს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, „თეთრი სახლი“ უმასპინძლებს. თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენაა და დენა უაითის მიხედვით, უკვე დასრულდა სპეციალური სცენის მოწყობა, სადაც ჩხუბები გაიმართბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარიერის დასრულებამდე მაიამიში ვიცხოვრებ“ - თოფურია
„კარიერის დასრულებამდე მაიამიში ვიცხოვრებ“ - თოფურია