ანუნობის გადამწყვეტი ქულა - ნიქსი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია
NBA-ის სუპერფინალის სერიის მეოთხე მატჩში „ნიუ იორკ ნიქსმა“ „სან ანტონიო სპურსი“ დიდ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 107:106 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3:1 გახადა.
„სან ანტონიომ“ პირველი მეოთხედი 41:22 მოიგო და ერთი შეხედვით კომფორტული უპირატესობა შეიქმნა, თუმცა „ნიქსმა“ დიდი ბრძოლის შემდეგ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და შეხვედრის მიწურულს, ოუ ჯი ანუნობის გადამწყვეტი ქულის წყალობით გამარჯვებაც მოიპოვა.
იმის გარდა, რომ ოუ ჯი ანუნობის ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა, ინგლისელი კალათბურთელი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ანუნობიმ მოედანზე 41 წუთი გაატარ და ამ დროის განმავლობაში 33 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
როგორც გითხარით, „ნიუ იორკ ნიქსი“ სერიაში 3:1 დაწინაურდა და მომდევნო მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობასაც მოიპოვებს. გუნდებს შორის მე-5 დაპირისპირება 14 ივნისს, ამჯერად სან ანტონიოში გაიმართება.