ჯოკოვიჩის უცნაური პროგნოზი | ჩოგბურთელები მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საათები რჩება. მუნდიალი მექსიკაში გაიხსნება, სადაც მასპინძელი, მექსიკის ნაკრები, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. მატჩამდე Tennis TV-მ ცნობილ ჩოგბურთელებს ჰკითხა, თუ როგორია მათი პროგნოზები, და ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკმაოდ უცნაური ვარაუდი გამოთქვა.
„ნოლეს“ აზრით, მსოფლიო ჩემპიონატს პორტუგალია მოიგებს. ერთი შეხედვით ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ჯოკოვიჩი ვარაუდობს, რომ „სელესაო“ ფინალში მექსიკის ნაკრებს დაამარცხებს და 2:0 ან 2:1 ანგარიშით გაიმარჯვებს.
„როლან გაროსის“ ფინალისტი, ფლავიო კობოლი, ვარაუდობს, რომ ჩემპიონატს პორტუგალია მოიგებს, თუმცა იტალიელი ნიდერლანდებსაც ქომაგობს. რაც შეეხება სხვა ჩოგბურთელებს, ჟოაო ფონსეკა ბრაზილიის ნაკრებისკენაა: „მინდა, ბრაზილიამ მოიგოს — ასეც იქნება“.
ჯეკ დრეიპერი: „ტიტული სახლში ბრუნდება“.
გაელ მონფილსი: „საფრანგეთი“.
ბენ შელტონი: „აშშ“.
კასპერ რუდი: „ესპანეთი მგონია, მაგრამ მინდა, ჩემპიონი ნორვეგია გახდეს“.
ალექს დე მინაური: „პორტუგალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ავსტრალიისკენ ვარ“.
ფელიქს ოჟე-ალიასიმე: „ესპანეთი, მაგრამ მინდა, კანადამ მოიგოს“.