თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი | ბარსამ მურსიას გადამწყვეტი მატჩი მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ACB ლიგის მეოთხედფინალურ პლეი-ოფში ბარსელონამ მურსია დაამარცხა. პირველი მატჩი მურსიელებმა შინ 68:91 დათმეს, მეორე შეხვედრა მურსიას გამარჯვებით (87:90) დასრულდა, ხოლო გადამწყვეტი მატჩი ბარსელონამ სტუმრად, 24-ქულიანი უპირატესობით (76:100) მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე პერიოდი ბარსას გამარჯვებით დასრულდა: 17:27, 19:25, 25:27 და 15:21.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 24 წუთი გაატარა; მის აქტივში 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასია. გამარჯვებულთაგან შენგელიაზე მეტი ქულა ჩააგდეს ვილ კლაიბერნმა (23 ქულა), ნიკოლას ლაპროვიტოლამ (14 ქულა) და კევინ პანტერმა (14 ქულა).

ნახევარფინალში ბარსელონას მეტოქე ტენერიფეა, რომელმაც რეალი სენსაციურად დაამარცხა. ტენერიფეს გიორგი შერმადინი ამ სეზონში ვეღარ ეხმარება. გულის არითმიის გამო ექიმებმა რამდენიმეკვირიანი მკურნალობა დაუნიშნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო | მერკვილაძის 15 ქულა ფინალურ სერიაში
საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო | მერკვილაძის 15 ქულა ფინალურ სერიაში