გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„იჯარის წესით გაშვებას უპირებენ“ | The Sun-ის ჟურნალისტმა მამარდაშვილზე ისაუბრა

The Sun-ის ჟურნალისტმა, ალან ნიქსონმა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ნიქსონის მიხედვით, „ლივერპული“ ქართველი მეკარის იჯარის წესით გაშვებას აპირებს და მოახლოებულ სეზონში ალისონ ბეკერის იმედი აქვს.

„ლივერპული გიორგი მამარდაშვილის იჯარის წესით გაშვებას გეგმავს. გასულ სეზონში ქართველმა გოლკიპერმა რამდენიმე თამაში ჩაატარა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონისთვის ახალ სახლს მოუძებნიან.

მამარდაშვილი სოლიდურ თანხად შეიძინეს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ ერთი იჯარა იგეგმება. ბრაზილიელ ფეხბურთელზე, ალისონ ბეკერზე იწერებოდა, რომ გუნდიდან წავიდოდა და „იუვენტუსში“ გადავიდოდა, მაგრამ „ლივერპულის“ ხელმძღვანელებმა მას შეატყობინეს, რომ „ენფილდზე“ რჩება“, — განაცხადა ნიქსონმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მამარდაშვილმა „წითლების“ მაისურით 20 მატჩში 34 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი მხოლოდ სამჯერ შეძლო. მას კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასი | ფავორიტებიდან დინამო დამარცხდა, დანარჩენებმა რთულად მოიგეს
საქართველოს თასი | ფავორიტებიდან დინამო დამარცხდა, დანარჩენებმა რთულად მოიგეს