თორნიკე შენგელია
Aa
Aa

FIBA-მ შენგელია ტურის 5 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა

27 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა და სტუმრად დანიას უმნიშვნელოვანესი თამაში მოუგო (89:71)

მოგვიანებით, FIBA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის 5 საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

შენგელიამ 29 წუთი ითამაშა 24 ქულა, 7 მოხსნა, და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თორნიკეს გარდა, FIBA-მ საუკეთესო ხუთეულში ელვარ ფრიდრიკსონი (ისლანდია), ჯორდან ლოიდი (პოლონეთი), დიოგო ბრიტო (პორტუგალია) და ოლივიე ნკამუა (ფინეთი) დაასახელა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და ორი წაგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას ისევ დანიასთან, ორ მარტს, თბილისში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები