გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის | გულიაშვილი ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს

საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ ახალი სეზონისთვის ემზადება. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და Crystalsport-ის ინფორმაციით, გუნდთან ვარჯიშის უფლება ჯერ არ მიუღია.

გულიაშვილი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გიორგი სრულფასოვან ვარჯიშს მომდევნო დღეებში განაახლებს და შესაძლოა, ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვოს.

ქართველმა თავდამსხმელმა ტრავმა 16 მაისს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მიიღო. გულიაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და გიორგი სარეაბილიტაციო კურსს გადის.

„რასინგი“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს 7 აგვისტოს დაასრულებს. სანტანდერელები ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას 16 აგვისტოს გამართავენ. მათი მეტოქე გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ იქნება. „რასინგმა“ მოსამზადებელი ეტაპი დღეს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსურველი პრემიერ ლიგიდან | მიქაუტაძით ტოტენჰემია დაინტერესებული
მსურველი პრემიერ ლიგიდან | მიქაუტაძით ტოტენჰემია დაინტერესებული