გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მსურველი პრემიერ ლიგიდან | მიქაუტაძით ტოტენჰემია დაინტერესებული

პოლ ოკიფი ცნობილი ბრიტანელი ინსაიდერი და „ტოტენჰემთან“ დაახლოებული პირია. მან სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და „ვილიარეალის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ლონდონურ კლუბს დაუკავშირა.

„„ტოტენჰემი“ შეტევის გაძლიერებას აპირებს და გიორგი მიქაუტაძე იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა მიმართაც „ტოტენჰემს“ ინტერესი აქვს“.

ბოლო საათებში უცხოურ პრესაში მიქაუტაძეზე აქტიურად იწერება. ქართველ თავდამსხმელს „ბარსელონას“ უკავშირებენ, რომელიც ხულიან ალვარესის ტრანსფერზე წარუმატებლობის შემდეგ ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს. ერთ-ერთი გიორგია და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰანსი ფლიკი მას გაესაუბრა კიდეც.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა. ქართველ ფეხბურთელს „ტოტენჰემს“ წარსულშიც უკავშირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ ვარ დარწმუნებული, რომ პირველი მეკარე გახდება | შეი გივენი მამარდაზე
არ ვარ დარწმუნებული, რომ პირველი მეკარე გახდება | შეი გივენი მამარდაზე