გიორგი მამარდაშვილი, კაოიმჰინ კელეჰერი
Aa
Aa

არ ვარ დარწმუნებული, რომ პირველი მეკარე გახდება | შეი გივენი მამარდაზე

„ნიუკასლის'' ყოფილმა მეკარემ, შეი გივენმა Boyle Sports-თან ინტერვიუში „ლივერპულის'' მეკარეებზე ისაუბრა. მისი აზრით, გიორგი მამარდაშვილი თავს ცუდად არ ავლენს, თუმცა დარწმუნებული არაა, რომ ბრაზილიელის წასვლის შემდეგ პირველი მეკარე გახდება. ირლანდიელის აზრით, „ლივერპულმა'' მეკარე კაოიმჰინ კელეჰერი უნდა დაიბრუნოს.

„გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ დიდი რეპუტაციით მივიდა და ჯერჯერობით თავს ცუდად არ ავლენს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ალისონის შემდეგ გუნდის მომავალი პირველი ნომერი სწორედ ის იქნება.

ახლა კაოიმჰინ კელეჰერში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რადგან მან უკვე დაამტკიცა, რომ „ბრენტფორდში“ პირველი მეკარის როლის შესრულება შეუძლია. ამასთან, ის „ლივერპულს“ შიგნიდან ძალიან კარგად იცნობს.

ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ მას კლუბში დაბრუნება შეუძლია. კელეჰერში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ საოცრად მშვიდია ყველაფერში, რასაც აკეთებს. არასდროს ეტყობა ნერვიულობა ან პანიკა.

შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეაქცია გამოავლინოს. წამოდგეს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, და მაშინვე მცველების ორგანიზება დაიწყოს კუთხურისთვის. მე რომ ასე მოვქცეულიყავი, ალბათ საჯარიმოს გასწვრივ მუხლებზე სრიალით აღვნიშნავდი!“

კელეჰერი „ლივერპულის'' აღზრდილია, 2019-25 წლებში „ლივერპულის'' რიგებში პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა. 2025 წელს კარიერა „ბრენტფორდში'' გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები