გია ცეცაძე, ქუთაისის ტორპედო, რუსთავი, ჟან სოუზა დე ალმეიდა
Aa
Aa

ალმეიდას ერთადერთი გოლით - რუსთავმა ტორპედოს მოუგო და გალიდერდა

საზაფხულო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა „რუსთავისა“ და „ტორპედოს“ მატჩით განახლდა.

მე-12 წუთზე ჟან სოუზა დე ალმეიდამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში გია ცეცაძის გუნდი რამდენიმე ეპიზოდში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ რამდენიმე კარგი მოგერიება ქუთაისელთა მეკარემ, ოთო გოშაძემ შემოგვთავაზა.

მატჩის ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება დიეგო დეისაძეს შეეძლო, რომელსაც რუსთაველთა მეკარემ, პაპუნა ბერუაშვილმა აჯობა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

„რუსთავს“ 35 ქულა დაუგროვდა და იმის გათვალისწინებით, რომ იბერია-დილას მატჩი გადაიდო, ამ ტურს გია ცეცაძის გუნდი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე დაასრულებს. რაც შეეხება „ტორპედოს“, ქუთაისური გუნდი ამ დროისთვის 27 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ხვალ მე-20 ტურს ბათუმის „დინამოსა“ და „გაგრას“ მატჩი გააგრძელებს, 9 აგვისტოს კი „მეშახტე“ „სამგურალს“ მიიღებს, თბილისის „დინამო“ კი „სპაერს“ ესტუმრება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდათ ფეხბურთი მოისპოს“ | თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია
„უნდათ ფეხბურთი მოისპოს“ | თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია