იბერია 1999
Aa
Aa

ომონიამ ბოლო წამს გაათანაბრა, რეინჯერსმა წააგო | იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეთა მატჩები

„იბერია 1999“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმყოფება და გამარჯვების შემთხვევაში „იაგიელონიას“ ან „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პოლონეთში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის პირველ 15 წუთში ორი ავტოგოლი გავიდა. მეოთხე წუთზე მასპინძლებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს, 9 წუთში კი იგივე „რეინჯერსის“ ფეხბურთელებმა გააკეთეს. 21-ე წუთზე კაიეტან შმიტმა გაიტანა და „იაგიელონიამ“ 2:1 მოიგო.

თუ „იბერია 1999“ პლეიოფში ვერ გავიდა, კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს და „ლინკოლნ რედ იმპსისა“ და „ომონიას“ წაგებულს შეხვდება. ამ გუნდების პირველი თამაში გიბრალტარში გაიმართა და „ომონია“ მარცხთან ძალიან ახლოს იყო. კვიპროსელები 0:1-ს აგებდნენ და ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაათანაბრეს — 1:1.

სხვათა შორის, „დინამო თბილისის“ მძლეველმა „ჟალგირისმა“, რომელმაც განმეორებითი შეხვედრა 7:2 მოიგო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი კატასტროფულად დაიწყო. ლიეტუველები „ჰაიდუკს“ ეთამაშებიან და პირველი მატჩი საკუთარ კედლებში გამართეს. „ჟალგირისი“ 2:5 განადგურდა და ხორვატიაში კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსასთვის ალვარესი გამოირიცხა | მისი ერთ-ერთი ალტერნატივა მიქაუტაძე იყო
ბარსასთვის ალვარესი გამოირიცხა | მისი ერთ-ერთი ალტერნატივა მიქაუტაძე იყო