ოფიციალურად | ჯიმი ტაბიძე თურქულ კლუბში ითამაშებს
ქართველი ფეხბურთელი, ჯიმი ტაბიძე თურქეთის რანგით მეორე დივიზიონში, პირველ ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ცენტრალური მცველი „ქაისერისპორის“ ღირსებას დაიცავს და თურქულმა კლუბმა მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„ქაისერისპორმა“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში, ჯიმი ტაბიძე.“
???????? Ailemize Hoş Geldin
— Metro Holding Kayserispor (@KayserisporFK) August 7, 2026
Jemal Tabidze ????#KYSR | @meysu_turkiye pic.twitter.com/HulXzdwzNv
ცნობისთვის, გასულ სეზონში „ქაისერისპორი“ სუპერ ლიგაში ასპარეზობდა, თუმცა 30 ქულა დააგროვა, მე-17 ადგილზე გავიდა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა. ტაბიძის გუნდის მიზანი სუპერ ლიგაში დაბრუნებაა და პირველ შეხვედრას 9 აგვისტოს, „ვანსპორის“ წინააღმდეგ გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ ტაბიძე 2024 წლიდან მახაჭყალის „დინამოს“ ღირსებას იცავდა და რამდენიმე კვირის წინ დაღესტნური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.