გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„მამარდაშვილი დროს მიიღებს, მაგრამ...“ | ბრედ ფრიდელი ლივერპულის მეკარეებზე

„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ფრიდელის მიხედვით, აშკარაა, რომ ალისონი პირველი ნომერი უნდა იყოს, მამარდაშვილმა კი მომდევნო სეზონი მოსამზადებლად გამოიყენოს.

„ალისონმა დაიმსახურა, ახალ სეზონს ნომერ პირველი მეკარის სტატუსით შეხვდეს. წლების განმავლობაში მან აჩვენა, რომ მსოფლიო დონის გოლკიპერია და თუ ჯანმრთელობის მხრივ 100 პროცენტით მზადაა, სეზონი პირველ მეკარედ უნდა დაიწყოს.

სეზონი ძალიან გრძელია. „ლივერპულს“ ბევრი შეხვედრა ელოდება და მამარდაშვილი სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს, თუმცა პირადად მე, იანვარში მეკარეებთან მიმართებით შექმნილ ვითარებას გადავხედავდი. თუ ალისონმა ფორმა შეინარჩუნა, ტრავმა არ მიიღო და კარგად იასპარეზა, მის კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივებდი.

თუმცა, თუ ასე არ მოხდა, „ლივერპულს“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. კლუბი არჩევანის წინაშე დადგება: ან ტოპ დონის გოლკიპერი დაიმატოს, რომელიც გუნდში პირველ ნომრად მოვა, ან მამარდაშვილს მისცეს შანსი, პირველი მეკარე გახდეს.

„ლივერპული“ გუნდურად იმუშავებს და გადაწყვეტს იმას, რაც კლუბისთვის საუკეთესო იქნება. მამარდაშვილს რაც შეეხება, ის, როგორც მეორე მეკარე, მზად უნდა იყოს და შანსები გამოიყენოს. მოთმინება უნდა გამოიჩინოს და როცა საშუალება ექნება, დაამტკიცოს, რომ პირველი მეკარეობა შეუძლია“.

ცნობისთვის, ახლახან მამარდაშვილსა და ალისონზე „ნიუკასლის“ ყოფილმა მეკარემ, შეი გივენმაც ისაუბრა. მისი აზრით, მამარდაშვილი თავს ცუდად არ ავლენს, თუმცა დარწმუნებული არაა, რომ ბრაზილიელის წასვლის შემდეგ პირველი მეკარე გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფლიკი მიქაუტაძეს ესაუბრა“ - რას წერს ვილიარეალთან დაახლოებული ჟურნალისტი
„ფლიკი მიქაუტაძეს ესაუბრა“ - რას წერს ვილიარეალთან დაახლოებული ჟურნალისტი