ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„თუ კარიერას დღესვე დაასრულებს, გამიხარდება, რადგან...“ - აბდელაზიზმა გეიჯიზე ისაუბრა

ჯასტინ გეიჯის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა „ჰაილაითის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გეიჯი კარიერის დასრულებას არ აპირებს. მისივე თქმით, ამერიკელი მებრძოლი 2027 წელს ოქტაგონში კვლავ ვიხილავთ.

რას ამბობს აბდელაზიზი:

„2027 წელს ჯასტინ გეიჯის ბრძოლას კვლავ ვიხილავთ. მან წელს ორჯერ იჩხუბა და დასვენებას იმსახურებს. ის კვლავ მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონია და ვფიქრობ, ახლა ყველა დანარჩენი სწორედ მას უნდა მისდევდეს. თუმცა, მას დიდ ბრძოლაში სურს მონაწილეობა - ძალიან, ძალიან დიდ ბრძოლაში. რა არის ეს დიდი ბრძოლა? ამას ვინ წყვეტს? სწორედ დენა უაითი გადაწყვეტს, თუ რომელია ყველაზე მასშტაბური ბრძოლა, რომლის ორგანიზებაც მათ შეუძლიათ.“

„დღესვე რომ დაასრულოს კარიერა, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან მან უკვე ყველაფერი გააკეთა. და თუ კვლავ მოისურვებს ჩხუბს, მას კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა შეუძლია, რადგან არავინ კარნახობს, თუ რა უნდა გააკეთოს. ის თავად არის ბოსი. საბოლოო ჯამში, ეს უბრალოდ მასშტაბური ბრძოლა უნდა იყოს.“

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი ილია თოფურიასთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ამერიკელმა მებრძოლმა „ელ მატადორი“ თეთრი სახლის ისტორიულ ქარდზე დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, პირველი ბრძოლა ილიასთან გამართოს“ | ალი აბდელაზიზი უსმან ნურმაგომედოვზე
„მინდა, პირველი ბრძოლა ილიასთან გამართოს“ | ალი აბდელაზიზი უსმან ნურმაგომედოვზე