ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უსმანი ილიას მესამე რაუნდში დაანოკაუტებს“ | ალი აბდელაზიზის ვარაუდები

MMA-ის ცნობილმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა PFL-ის ჩემპიონზე, უსმან ნურმაგომედოვზე ისაუბრა. აბდელაზიზმა პროგნოზები გააკეთა და ივარაუდა, მისი კლიენტი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ მებრძოლებს რა სტილში და რომელ რაუნდში დაამარცხებს:

„უსმან ნურმაგომედოვი ილია თოფურიას წინააღმდეგ — უსმანი ნოკაუტით მოიგებს. მესამე რაუნდში ილიას ჰედ-კიკით (ფეხით განხორციელებული დარტყმა თავის არეში) დააფინიშებს.

უსმან ნურმაგომედოვი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ — უსმანი მეორე რაუნდში მტკივნეული/მახრჩობელა ილეთით მოიგებს.

უსმან ნურმაგომედოვი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ — უსმანი მეოთხე რაუნდში ნოკაუტით მოიგებს.

უსმან ნურმაგომედოვი პედი პიმბლეტის წინააღმდეგ — უსმანი მეორე რაუნდში, გრაუნდ-ენდ-პაუნდის შედეგად, ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს. პიმბლეტს დიდ პატივს ვცემ. ის ფანტასტიკური მებრძოლია, თუმცა უსმანი მისთვის უხერხული მეტოქე გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ უსმანი PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და კარიერაში გამართული 23 ბრძოლიდან 22 მოიგო, ერთის შედეგი კი მას შემდეგ გაუქმდა, რაც სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. იწერება, რომ დანა უაითს სურს, ნურმაგომედოვი UFC-ში გადაიყვანოს და აბდელაზიზის თქმით, უაითმა იცის, რომ უსმანი მსოფლიოში მეორე საუკეთესო მსუბუქწონოსანია ჯასტინ გეიჯის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტატოს ტალანტი და ბექაური-მაისურაძის კონკურენცია - ინტერვიუ ნესტორ ხერგიანთან
ტატოს ტალანტი და ბექაური-მაისურაძის კონკურენცია - ინტერვიუ ნესტორ ხერგიანთან