მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„არასწორად მოიქცა, თავს ზედმეტის უფლებას აძლევს“ | ACA-ს მებრძოლი დვალიშვილზე

ისლამ ომაროვი რუსი მებრძოლია, რომელიც ACA-ში ასპარეზობს და კარიერაში არც ერთხელ დამარცხებულა. ომაროვმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დასჯა უნდა.

„არიან მებრძოლები, რომელთა დასჯაც მინდა და ერთ-ერთი მერაბ დვალიშვილია. ის საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. არ მომწონს, რომ ზურგს უკან ლაპარაკობს და უმარ ნურმაგომედოვზე საჯაროდ ასე საუბრობს.

უმარი და მისი სამეგობრო ღირსეული ბიჭები არიან და არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ, არაფერს იტყვიან. ვფიქრობ, როდესაც მერაბი მათთანაა, არაფერს ამბობს. ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა, ის იყო, საკუთარ სამშობლოში სტუმრებს როგორც მოექცა.

ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი არიან, თუმცა დვალიშვილმა თავს უფლება მისცა, ჩვენი ერთ-ერთი მეგობრისთვის ასე მოულოდნელად დაერტყა. მისი მხრიდან ეს არასწორი ქცევა იყო“.

ცნობისთვის, ომაროვს აქცენტი RAF Georgia-ს დროს მომხდარ ინციდენტზე ჰქონდა, როდესაც დვალიშვილი ერთ-ერთ რუს მებრძოლს დაუპირისპირდა. ცოტა ხნის წინ მერაბზე პიოტრ იანმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დვალიშვილი ცუდად მოიქცა, რის გამოც უნდა დაისაჯოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, შაბათს მატჩის განაცხადში მოხვდება“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე
„იმედია, შაბათს მატჩის განაცხადში მოხვდება“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე