ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის საოცარი სტატისტიკა | მასკერანომ ლა პულგა შეაქო

ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ ფლორიდულ დერბიში „ორლანდო სითი“ დაამარცხა. „ლა პულგას“ გუნდმა სტუმრად ითამაშა და 4:2 იმარჯვა. „ინტერ მაიამი“ 0:2-ს აგებდა, თუმცა მესის დუბლისა და სილვეტისა და სეგოვიას გოლების წყალობით, შეხვედრა 4:2 მოიგო.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში 70-ე საჯარიმო დარტყმა გაიტანა და საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა: 2018 წლის შემდეგ მესის უფრო მეტი ჯარიმა აქვს გატანილი, ვიდრე პენალტი. ბოლო 8 წელიწადში „ლა პულგას“ ანგარიშზე 36 რეალიზებული საჯარიმო და 35 გატანილი პენალტია.

მატჩის შემდეგ მესიზე „ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ, ისაუბრა: „ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ის ლიდერია და, როგორც ლიდერი, სხვებისთვის შთაგონების წყაროა, თუმცა ხანდახან თავად სჭირდება შთაგონება. შეტევისას მესისავით შანსებს ვერავინ ქმნის და სწორედ ამან მოგვცა თამაშის შემოტრიალების საშუალება.“

ცნობისთვის, „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულა აიღო. ფლორიდულმა კლუბმა გახსნითი მატჩი „ლოს-ანჯელესთან“ გამართა და 0:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი, გატანილი ჯარიმა და 0:2-დან მოგებული მატჩი | მესის ბენეფისი დერბიში
დუბლი, გატანილი ჯარიმა და 0:2-დან მოგებული მატჩი | მესის ბენეფისი დერბიში