„ორივე სასტიკად გაანადგურეს, ამიტომ...“ - ჰოკიტმა ილიაზე და პერეირაზე ისაუბრა
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯოშ ჰოკიტმა ალექს პერეირას და ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლას არც ერთი მათგანი არ იმსახურებს.
რას ამბობს ჰოკიტი:
„ბავშვობიდან მიყვარს UFC და მისი ყველა მებრძოლი. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიყენებ ჩემს პლატფორმას დღეს სიმართლის სათქმელად: არც ილია თოფურია და არც ალექს პერეირა არ იმსახურებენ სატიტულო ბრძოლას თავიანთ შემდეგ გამოსვლაში. ორივე სასტიკად გაანადგურეს. აიძულეთ ისინი, სხვების მსგავსად შრომით დაიმსახურონ და ისე დაბრუნდნენ.“
„როდესაც UFC ნებას რთავს ტიპებს, რომლებიც სკოლის ავტობუსს სტაფილოს აჭმევენ და ბრიჯიტ მაკრონის კასკადიორს, რომ დაგეგმონ მათი ბრძოლები, ეს კომპანია განწირულია. აქ გადასახადებს აშშ იხდის. გულშემატკივრები იმსახურებენ ამერიკელ ჩემპიონს და ისეთ ბრძოლას, რომელიც ახლახან, ივნისში არ გვინახავს!“
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, UFC Freedom 250-ზე ილია თოფურიაც და ალექს პერეირაც დამარცხდნენ. ამავე ივენთზე იჩხუბა ჯოშ ჰოკიტმაც, მანამდე კი პრესკონფერენციაზე ილია თოფურია ამერიკელს ალექს პერეირას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო დაუპირისპირდა.