„მხარს უჭერენ და ხელსაყრელი მეტოქე მისცეს“ | შავკატმა ილიაზე ისაუბრა
შავკატ რახმონოვმა ALF Global-ს ინტერვიუ მისცა. ყაზახმა მებრძოლმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არმან ცარუკიანი „ელ მატადორისთვის“ უხერხული მეტოქეა.
„ჩვენს წონით დივიზიონში სიტუაცია შეიცვალა. ილია თოფურია მსუბუქ წონაში ავიდა და ისლამ მახაჩევს სთხოვეს, ქვესაშუალო წონაში, ჯეკ დელა მადალენასთან ეჩხუბა. მადალენასთან მე უნდა მებრძოლა, თუმცა ისლამი მსუბუქი წონის ჩემპიონია და ჩემზე მეტი პრივილეგია აქვს.
თოფურიაც UFC-ის ვარსკვლავია. მედიისთვის კარგი მებრძოლია და მას მხარს უჭერენ. UFC-ისთვის ილიას ჩემპიონობა მომგებიანია და ხელსაყრელი მეტოქე მისცეს — ჩარლზ ოლივეირას მოუგო და ჩემპიონი გახდა. ისლამს კი სთხოვეს, თუ ბელალ მუჰამედი წააგებდა, დელა მადალენასთან ეჩხუბა.
ცარუკიანი თოფურიას წინააღმდეგ? არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ არ ვიცი, რთული სათქმელია. ზუსტად ის ვიცი, რომ ცარუკიანი თოფურიასთვის არახელსაყრელი მეტოქეა“.
ცნობისთვის, რახმონოვმა ბოლო ბრძოლა 2024 წელს გამართა და იან მაჩადო გარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შავკატს ტრავმები აწუხებს, პირადი პრობლემები აქვს და ტრაგედიასთანაც მოუწია გამკლავება, რის გამოც უცნობია, ოქტაგონში როდის დაბრუნდება.