ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილიას ცხვირ-პირს დიდი სიამოვნებით დავუნგრევ, მაგრამ...“ | პედიმ მომავალზე ისაუბრა

პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ დაწერა, რომ UFC-ში „ბედისა“ და „ელ მატადორის“ ორთაბრძოლის გამართვაზე სერიოზულად ფიქრობენ, თუმცა ინგლისელმა ეს ინფორმაცია უარყო.

„ილიას ცხვირ-პირს დიდი სიამოვნებით დავუნგრევ, თუმცა უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩემთან არაფერი განხილულა. ამაზე არავინ დამლაპარაკებია და ვნახოთ, რა მოხდება.

არმანი, გეიჯი, რუფი, ოლივეირა... უამრავი მებრძოლია, ვისთანაც ჩხუბი შეიძლება. როდესაც მეტყვიან, ჩემი მეტოქე ვინ იქნება, დარწმუნებული ვარ, ამ ჩხუბის შესახებ ყველას ყველაფერი ეცოდინება. მინდა, წელს ოქტაგონში კიდევ ერთხელ შევიდე. იმედი მაქვს, ეს დეკემბერში მოხდება, თუმცა ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“.

სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ UFC-ის კომენტატორის, ჯონ ანიკის განცხადება გავრცელდა. ანიკი ირწმუნება, რომ მას ზუსტი ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვითაც, UFC-ში თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის მეორე ორთაბრძოლის გამართვას აქტიურად განიხილავენ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მეორე ჩხუბიც გრანდიოზული მოვლენა იქნება და არ სურთ, შანსი ხელიდან გაუშვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს“ - კვერნაძის კომენტარი
„საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს“ - კვერნაძის კომენტარი