ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„გუნდში გამარჯვებისთვის ყველა მზადაა, ეს მომწონს“ - ფლიკი ჩემპიონთა ლიგაზე

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ლიგის ფაზის პირველი ტურის წინ პრესასთან ისაუბრა.

ხვალ კატალონიური გუნდი „ფეიენოორდს“ მიიღებს. მატჩი ჩვენი დროით 20:45-ზე დაიწყება.

- როგორ უმკლავდებით იმას, რომ ყველა ჩემპიონთა ლიგით არის შეპყრობილი?

„ჩვენ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს. ყველა მათგანს აქვს პასუხისმგებლობა, ყოველდღიურად კლუბისთვის მაქსიმუმი გაიღოს. უნდა გავაგრძელოთ განვითარება, რათა ყველა ტურნირზე გავიმარჯვოთ. ყველაფერი ჩვენს მუშაობასა და იმაზეა დამოკიდებული, რასაც მოთამაშეებისგან ველოდები. გუნდმა, რომელსაც ასეთი თვისებები აქვს, საკუთარი დონე ყოველდღიურად უნდა აჩვენოს. ის დონე, რომელზეც ახლა ვთამაშობთ, ჩვენი მომზადების დონეს ასახავს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა განვვითარდეთ“.

- გახდა თუ არა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება უფრო რეალური წელს?

„ვხედავ, რომ ყველა ძალიან მოტივირებულია, მათ აქვთ ფეხბურთის თამაშის ნამდვილი სურვილი. გარდა ამისა, გუნდში შესანიშნავი ურთიერთგაგებაა, ფეხბურთელები შეკრულები არიან და მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან, რაც ყველაზე მთავარია. ყველა მზადაა გამარჯვებისთვის და ეს ძალიან პოზიტიური მომენტია“,

- თქვა ფლიკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები