„შანსები მაქვს, მაგრამ ხვეწნას არ ვაპირებ“ - იამალი ოქროს ბურთზე
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ფეიენოორდს“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს კატალონიელთა „ათიანმა“, ლამინ იამალმა უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა „ოქროს ბურთის“ ჯილდოსაც ეხებოდა.
„ჩემპიონთა ლიგაზე უფრო დიდი მოტივაცია არ არსებობს - ეს განსაკუთრებული ტურნირია. გვყავს ახალი ფეხბურთელები: გორდონი, როდრი, ადეიემი... და შევეცდებით, წელს მოვიგოთ ეს ტიტული.
კაპიტნობა 19 წლის ასაკში? მადლობა თანაგუნდელებს, რომ ერთ-ერთ კაპიტნად ამირჩიეს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო.
ოქროს ბურთი? ეს არა ჩემზე, არამედ თქვენზეა დამოკიდებული. „ბარსელონასთან“ და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ბევრი ვიშრომე. მაქვს მოგების შანსები, იმიტომ რომ კარგი სეზონი მქონდა. ვნახოთ...
ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეს და მეტს ვერაფერს მოვითხოვ. მბაპეს განცხადებას რაც შეეხება, სარეკლამო კამპანია არ მჭირდება და ჯილდოების ხვეწნას არ ვაპირებ. ეს თქვენი, ჟურნალისტების გადასაწყვეტია.
მიზნები? გუნდურ დონეზე, ტიტულებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ინდივიდუალურ დონეზე კი თამაშის გაუმჯობესება.
პრესინგის აუცილებლობა? თუ შევხედავთ იმ გუნდებს, რომლებმაც ბოლო დროს ტიტულები მოიგეს, იქ ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, პრესინგში ჩაერთოს. თუ მოგება გვინდა, ეს ჩვენთვისაც არის აუცილებელი“.
აქვე გეტყვით, რომ ბარსელონა-ფეიენოორდის მატჩი ხვალ თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.