არც კვარა, არც დემბელე - ოქროს ბურთზე ლიზარაზუს ფავორიტი ფაბიან რუისია
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება და პსჟ-ს რამდენიმე მოთამაშე ფავორიტთა შორისაა. ეს განსაკუთრებით ეხება გასული წლის გამარჯვებულს, უსმან დემბელეს და ხვიჩა კვარაცხელიას. თუმცა, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონის ბიქსენტ ლიზარაზუს თქმით, სავსებით შესაძლებელია, პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო სხვა პარიზელმა მოიგოს.
როგორც ბიქსენტ ლიზარაზუმ Téléfoot-ის ეთერში განაცხადა, ფაბიან რუისს გამარჯვების ძალიან კარგი შანსი აქვს.
„ჩემთვის ფაბიან რუისი არის მოთამაშე, რომელიც არ არის თვალისმომჭრელი, მაგრამ ძალიან ეფექტური და სრულყოფილია. მისი თამაშის ყურებისას თვალები ისე არ გინათდება, როგორც ლამინ იამალის ან კილიან მბაპეს შემთხვევაში. მაგრამ ტიტულები უნდა დააფასო. არ შეიძლება „ოქროს ბურთი“ მისცე მას, ვისაც არაფერი მოუგია. მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის დუბლის შესრულების შემდეგ, ჩემთვის ის ტოპ სამეულში იქნება. და არ გამიკვირდება, თუ „ოქროს ბურთსაც“ მოიგებს, როგორც ეს როდრიმ გააკეთა“.
- განაცხადა ლიზარაზუმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, „ოქროს ბურთის“ ფინალური 30 ნომინანტი დასახელდება.