ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

რატომ შეცვალა გუგეშაშვილი შესვენებაზე | გიოზთეფეს მწვრთნელის განმარტება

თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში ლუკა გუგეშაშვილის „გიოზთეფე“ „გაზიანთეფს“ შეხვდა. ქართველი მეკარის გუნდი მასპინძლის სტატუსით თამაშობდა და საშინაო კედლებში 2:4 დამარცხდა.

გუგეშაშვილს მძიმე მატჩი ჰქონდა. ლუკამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა, შესვენებაზე კი მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა. მეოთხე გოლის შემდეგ „გიოზთეფეს“ გულშემატკივრები ქართველ მეკარეს უსტვენდნენ, რაზეც მან რეაგირება მოახდინა, მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კი დაწერა, რომ რაც „გიოზთეფეს“ ზოგიერთმა ქომაგმა გააკეთა, გულშემატკივრობა არ ყოფილა.

თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენციაზე გუგეშაშვილზე ისაუბრა. ბულგარელმა სპეციალისტმა ახსნა, ლუკა შესვენებაზე რატომ შეცვალა: „როგორც მწვრთნელმა, ცვლილების განხორციელების გადაწყვეტილება მივიღე. ვხედავდი მის მიმართ რეაქციას, გულშემატკივრების რეაქციას. ჩავთვალე, რომ ეს უარყოფითად მოქმედებდა როგორც მასზე, ისე გუნდზე, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

ცნობისთვის, ოთხი ტურის შემდეგ გუგეშაშვილის გუნდს 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „გიოზთეფემ“ 7 გოლი გაიტანა, თუმცა 11 გაუშვა და ერთადერთი ქულა „სამსუნსპორთან“ მოიპოვა. გუგეშაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „ალანიასპორია“, რომელსაც 12 სექტემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ თუ ესპანეთი? პსჟ — მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კვარა ჰყავთ“ | დიტმარ ჰამანი
„პსჟ თუ ესპანეთი? პსჟ — მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კვარა ჰყავთ“ | დიტმარ ჰამანი