კრისტიან კივუ
Aa
Aa

„ბერნაბეუზე რეალთან 60 წელია არ მოგვიგია“ - კივუ მატჩის წინ

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ჩემპიონთა ლიგაში „რეალთან“ შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა.

„ჩვენი ვალდებულებაა, ამ კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი გვერდები დავწეროთ. ბოლო წლებში ამ კლუბმა მაღალ სტანდარტებს მიაღწია, ჩვენ კი ისტორიის სხვა გვერდები უნდა დავწეროთ.

მოურინიო ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია, მასთან შეხვედრა დიდი გამართლება იყო. მან ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ხელი გამომიწოდა, რასაც არასდროს დავივიწყებ.

მე არასდროს არავისთვის მიბაძავს. ფეხბურთზე ჩემი საკუთარი ხედვა მაქვს, რომელიც სათამაშო კარიერისა და ახალგაზრდულ სექტორში მუშაობის წლებში ჩამომიყალიბდა, სადაც მქონდა შესაძლებლობა ექსპერიმენტები ჩამეტარებინა ისეთ რაღაცებზე, რაც ამ წლებში დამეხმარება.

„ბერნაბეუზე“ თამაში არავისთვის არასდროს არის მარტივი. „ინტერს“ აქ 60 წელია არ მოუგია. ბევრ გუნდს გაუჭირდა აქ გამარჯვების მოპოვება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუღალატებთ: გვინდა დომინირება, გვინდა ვაჩვენოთ, რომ გავიზარდეთ. „რეალთან“ დაპირისპირების იდეალური გზა არ არსებობს“,

- განაცხადა კივუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები