ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

„კვარა, კეინი და მბაპე“ | დემბელემ ოქროს ბურთის ტოპ 3 დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. დემბელე დარწმუნებულია, რომ „ოქროს ბურთი“ პარიზში დარჩება და საკუთარი ტოპ 3-იც დაასახელა.

„არ მგონია, რაიმე ეჭვი არსებობდეს. ვფიქრობ, ჯილდო კვლავ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის ხელში დარჩება. ჩემი ტოპ სამი? ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი, რომელსაც ძალიან, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და კილიან მბაპე.

მე? საკუთარ თავს ასეთ სიტუაციებში არასდროს ვაყენებ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საკუთარ თავს ხმას არასდროს მივცემდი.

ასევე, სიასთან ახლოს არის მაიკლ ოლისე, რადგან დაუჯერებელი სეზონი ჰქონდა — იგი ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო. ლამინ იამალიც... ფაბიან რუისი, პაჩო... ჩვენ გვახასიათებს ხოლმე პაჩოს დაიგნორება. იმედი მაქვს, წელს არ დავივიწყებთ, რადგან მას ეს ნამდვილად ეკუთვნის“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 26 ოქტომბერს გაირკვევა. ღონისძიება ლონდონში გაიმართება, მანამდე კი 30 ნომინანტს დაასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„მეტოქის დაცვა გააგიჟა!“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს