ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შთამაგონებელი და გადამწყვეტი“ | კვარა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „რენს“ დაუპირისპირდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა და დუბლი შეასრულა. 28-ე წუთზე „კვარამ“ ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე კი ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.

ლიგა 1-ის მე-15 ტურის დასრულების შემდეგ ფრანგულმა გამოცემამ Maxifoot-მა ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. კვარაცხელია ტოპ 11-ში მოხვდა და უფრო მეტიც — Maxifoot-მა ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

„სეზონის სტარტზე შედარებით პასიურმა კვარაცხელიამ რენთან მატჩში ხელახლა აღმოაჩინა ყველა ის ხარისხი, რაც მას განსაკუთრებულს ხდის: დინამიკურობა, ინიციატორობა და ერთი მოქმედებით მატჩის ბედის შეცვლის უნარი.

ხვიჩამ პირველი გოლი გაიტანა მაშინ, როდესაც პარი სენ-ჟერმენს სრული კონტროლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამყარებული, მისმა მეორე ბურთმა კი წერტილი დასვა. სტაბილური, შთამაგონებელი და გადამწყვეტი. კვარაცხელია, პირველ ტაიმში პრესინგის ქვეშ მყოფი პარი სენ-ჟერმენის შეტევების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო,“ — წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი შეასრულა. ხვიჩას გუნდს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ექნება და 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55-დან „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს“ - ქეცბაიას დაუმარცხებელი სერია გრძელდება
„ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს“ - ქეცბაიას დაუმარცხებელი სერია გრძელდება