„ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს“ - ქეცბაიას დაუმარცხებელი სერია გრძელდება
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად „აპოლონს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
იმის მიუხედავად, რომ ქართველი სპეციალისტის გუნდმა გამარჯვება ვერ მოახერხა, შეიძლება ითქვას, რომ ქეცბაიამ „ანორთოსისი“ კრიზისიდან ამოიყვანა. ფამაგუსტელებს ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგიათ - 7 შიდაჩემპიონატში, 1 კვიპროსის თასზე და 1 ამხანაგურ შეხვედრაში.
კვიპროსის ლიგაში „ანორთოსისს“ 13 ქულა დაუგროვდა და მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ ადგილობრივ მედიასთან კლუბის მდგომარეობაზე ისაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ქეცბაიამ:
„ორივე გუნდმა დამსახურებული ქულა მოიპოვა რადგან მომენტები ორივე მხარეს იყო. ჩვენთვის ყოველი ქულა „ოქროს“ ფასია და ფრეც ქულებს გვაძლევს, ამიტომ შედეგით კმაყოფილები ვართ.“
„ახლა ორი მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი გველოდება „ომონია არადიპუსა“ და „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ. გვინდა, რომ ეს თამაშები მოვიგოთ, სამ-სამი ქულა ავიღოთ და გასავარდნი ზონიდან გამოვიდეთ.“
„მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და გვინდა, რომ ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ამ რთულ მომენტში. ვიცით ჩვენი ადგილი და მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ყოველთვის მოსაგებად თამაშობდეს. ვაჩვენეთ, რომ ამის პოტენციალი გაგვაჩნია. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია და გვსურს, რომ შემდეგი ორი მატჩი აუცილებლად მოვიგოთ. ეს ჩვენთვის შანსია. ახლა სწორად უნდა დავისვენოთ და ჩემპიონატის მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველით.“
„ანორთოსისი“ მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, სტუმრად „ომონია არადიპუსთან“ გამართავს.