მეცი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილის 68 წუთი და მარცხი კონკურენტთან - მეცი ბოლო ადგილზე დაქვეითდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად ერთ-ერთ მთავარ კონკურენტსა და გათამაშების აუთსაიდერ „ოსერს“ დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

ქართველებიდან, მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი დააყენა, რომელმაც 68 წუთი ითამაშა და აქტიურიც იყო. სამწუხაროდ, გიორგი აბუაშვილი სამატჩო განაცხადშიც არ ყოფილა, მიზეზი კი უცნობია.

რაც შეეხება წიტაიშვილის, ქართველი შემტევის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 28 შეხება, 17-დან 13 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, კარისკენ 0 დარტყმა, 1 ვარდნა, 3 განმუხტვა, ბურთის 3-ჯერ დაბრუნება.

გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგი აბუაშვილმა კი ფრანგული კლუბის მაისური 9 შეხვედრაში მოიგო და წიტაიშვილის მსგავსად, 1 გოლის გატანა შეძლო.

ამ მარცხით, „მეცმა“ ბოლო, მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, ქართველების კლუბს სწორედ „ოსერმა“ გაასწრო, რომელმაც 12 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილზე აღზევდა, „მეცს“ კი 11 ქულა აქვს. მომდევნო ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე