პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და რენს დუბლი შეუსრულა.

ქართველი ფეხბურთელის ასეთი კარგი თამაში ფრანგულმა მედიამ შეაფასა.

„ბოლო კვირებში უფორმო, მაგრამ ამჯერად შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩ ჩაატარა და დუბლი გაიფორმა. მისი დრიბლინგი დაბრუნდა მარჯვენა და მარხენა ფლანგებზე. 9 საგოლე მომენტი შექმნა და მისი წყალობით პსჟ-ს თამაში გაუმჯობესდა.

სეზონის დასაწყისიდან, ლიგა 1-ში რთულ პერიოდს განიცდიდა. ქართველი ვარსკვლავი ამჯერად შეუდარებელი იყო. ეს პსჟ-ში მისი 50-ე მატჩი იყო. პირველი გოლი ბრწყინვალე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ, თავისი საყვარელი მარცხენა ფლანგიდან გაიტანა. მეორე - ძლიერ, უშეცდომო დარტყმაზე დამყარებული გოლი.

კვარაცხელიამ ბოლო 10 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა(4 გოლი, 5 საგოლე პასი). სტატისტიკის მიღმა იყო ყველაფერი ის, რაც დიდი ხანია აღარ გვინახავს. ბურთთან ერთად განსხვავების შექმნა, მუდმივი ჩართულობა და უდიდესი სამუშაო დაცვაში.

24 წლის შემტევს მძიმე დასაწყისი უნდა დაეძლია და აღსანიშნავია, რომ მისი ცუდი ფორმა პარი სენ ჟერმენში არავის აშინებდა. ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა და დაადასტურებს, თუ არა ამ ცვლილებას, ამას ოთხშაბათს ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ გავიგებთ.“

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ პსჟ 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა. 10 დეკემბერს ხვიჩას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე „ბილბაოს“ ესტუმრება, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს სტუმრად გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ დაუპირისპირდება.


მსგავსი სიახლეები