ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“სანახაობრივია და უმაღლესი კლასი აქვს“ - ენრიკე კვარაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა რენს უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. გამორჩეულად კარგი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ენრიკე:

„რენთან ყველაფერი იდეალურად იყო და გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა და ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა. ჩვენ გამოწვევები გვიყვარს. გვინდა არსებობდნენ გუნდები, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოლებენ. ეს კონკურენციისთვის კარგი იქნება.

კვარა? მახსოვს ჟურნალისტები მისვამდნენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხვიჩას მატჩების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგს ჩემპიონთა ლიგაზე სხვანაირი ეჩვენება, ლიგა 1-ში კი განსხვავებული. რეალურად კვარა სანახაობრივი ფეხბურთელია, აქვს მენტალიტეტი და უმაღლესი კლასი.“

შეგახსენებთ, რომ რენთან შესრულებული დუბლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 3 გოლი დაუგროვდა.

შემდეგ ტურში პარი სენ ჟერმენი მეცს ესტუმრება, ხოლო იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები