ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას დუბლი და ბრწყინვალე მატჩი - პსჟ-მა რენი გაანადგურა

ლიგა 1-ის მე-15 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენს“ უმასპინძლა და 5:0 მოიგო. ხვიჩამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიწყო და 28-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. კვარამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ზუსტად დაარტყა.

39-ე წუთზე სენი მაიულუმ პარიზელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში კვარამ რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. 59-ე წუთზე კი მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მალევე დაბრუნდა მოედანზე და 67-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, 71-ე წუთზე კი მის ნაცვლად თამაშში გონსალო რამუში ჩაერთო. მეოთხე გოლი პარიზელებმა მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე გაიტანეს - თავი იბრაჰიმ მბაიემ გამოიჩინა, 90+2 წუთზე კი რამუშმა დემბელეს პასით „რენს“ მეხუთე გოლი გაუტანა.

კვარამ Sofascore-ისგან ყველაზე მაღალი, 9,7-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 გოლი, 4 დარტყმა, 3 დარტყმა კარში, 54 შეხება ბურთთან, 6-დან 5 წარმატებული დრიბლინგი, 2 არაზუსტი ჩაწოდება, 37-დან 29 ზუსტი პასი (78%) და 1 ზუსტი გრძელი პასი. ხვიჩამ 14-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.

კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები

15 ტურის შემდეგ პსჟ 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა. 10 დეკემბერს ხვიჩას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე „ბილბაოს“ ესტუმრება, ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს სტუმრად გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვიცით, რამდენად მძიმე ტრავმაა“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
„არ ვიცით, რამდენად მძიმე ტრავმაა“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე