გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ეფექტური გოლით - ვილიარეალმა ხეტაფეს მოუგო

ლა ლიგის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარელმა“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 2:0 მოიგო. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და უკვე მე-4 წუთზე შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმა სტუმართა მეკარემ, დავიდ სორიამ მოიგერია. 38-ე წუთზე გიორგი თავით ურტყამდა, თუმცა სორია ამჯერად უშეცდომო იყო.

მასპინძლები პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაწინაურდნენ - ლამაზი დარტყმით თავი ტიეჯონ ბიუკენენმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ხეტაფე“ 10 ფეხბურთელით დარჩა - უხეშობისთვის მოედნიდან ლუის მილია გააძევეს. 64-ე წუთზე მიქაუტაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა და „ვილიარეალის“ უპირატესობა გაზარდა. მარსელინომ ქართველი ფორვარდი მე-80 წუთზე შეცვალა.

მიქაუტაძის გოლი და გამორჩეული მომენტები

მიქაუტაძემ Sofascore-ისგან 7.5-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 3 დარტყმა, 2 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 27 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 არაზუსტი ჩაწოდება, 14-დან 8 ზუსტი პასი (57%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 5-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. გიორგიმ 12-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.

15 ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ 35 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზეა. 10 დეკემბერს მიქაუტაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს, ლა ლიგის მომდევნო ტურში კი 14 დეკემბერს „ლევანტეს“ ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ტოპ დონის ფეხბურთელია, მისით კმაყოფილი ვარ“ | ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს
    „ტოპ დონის ფეხბურთელია, მისით კმაყოფილი ვარ“ | ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს