უიღბლობა გრძელდება - ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-19 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ნორვიჩს“ მასპინძლობს (მატჩი ამჟამად მიმდინარეობს) და 1:2 მარცხდება (საბოლოოდ 3:2 მოიგო უოტფორდმა). სამწუხაროდ, ქართველმა ნახევარმცველმა მორიგი ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ჩაკვეტაძემ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო. ეს ტრავმის შემდეგ, მისთვის ძირითადიდან დაწყებული პირველი მატჩი იყო. 21-ე წუთზე „უოტფორდი“ კონტრ შეტევაზე გადავიდა, ბურთით ჩაკვე იყო, რომელმაც მცველს აჯობა და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, რა დროსაც „ნორვიჩის“ გოლკიპერი ვლადან კოვაჩევიჩი კარიდან გამოვიდა და ჩაკვეს შეეჯახა. საბოლოოდ, მომენტში დამნაშავე ქართველი იყო, არბიტრმა მას ყვითელი ბარათიც უჩვენა.
ჩაკვეტაძემ ამ ეპიზოდში წამოდგომა და თამაშის გაგრძელება შეძლო, თუმცა 38-ე წუთზე შეცვლა ითხოვა და მატჩი ვეღარ გააგრძელა. პირველადი ინფორმაციით, სამწუხაროდ დაზიანება სერიოზული ჩანს.
პირველი ტაიმის შემდეგ „უოტფორდი“ 1:2 მარცხდებოდა, საბოლოოდ კი 3:2 მოიგეს. ლონდონელები მომდევნო ტურის მატჩს 9 დეკემბერს შინ „შეფილდთან“ გამართავენ. ჩაკვეტაძის გუნდი 27 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.