„ტოპ დონის ფეხბურთელია, მისით კმაყოფილი ვარ“ | ენრიკეს კვარაზე ჰკითხეს
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა „რენთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
არის თუ არა კვარაცხელია განსხვავებული ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში?
„არანაირ განსხვავებას არ ვაკეთებ. პირიქით — ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ეს ფაქტი უნდა მივიღოთ. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან ტოპ დონის ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან დიდი ხარისხი და ამბიცია აქვს.
ბედნიერი ვარ თამაშით, რომელსაც მიმდინარე სეზონში აჩვენებს. ჩვენთან გადმოსვლის დღიდან არაფერი შეცვლილა. სეზონის მიმდინარეობისას ყველა ფეხბურთელს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რენის“ თამაში 7 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 00:05-ზე დაიწყება. პსჟ-ს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. ენრიკეს გუნდი მხოლოდ „ლანსს“ ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 31 ქულაა.