კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„მათ ცხოვრებას გავურთულებ“ - ავსტრალიელის ამბიციური გეგმები

ჩოგბურთში უკანასკნელი წლებია კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის მყარი დომინაცია მიმდინარეობს და როგორც ესპანელ, ასევე იტალიელ ჩოგბურთელს ღირსეული კონკურენტები რომ არ ჰყავს, ამას ATP-ის რეიტინგში არსებული მდგომარეობაც კარგად ადასტურებს. მიუხედავად ამჟამინდელი რეალობისა, მეშვიდე ჩოგანი ალექს დე მინაური საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა და როდესაც 2026 წლის გეგმებზე ჰკითხეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ფაქტია, რომ იანიკ სინერთან და კარლოს ალკარასთან მატჩებში პირველიდან ბოლო გათამაშებამდე ხარისხიანი ჩოგბურთის ჩვენებაა საჭირო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგს მიიღებ. მართალია, ბოლო წლებში ისინი მწვერვალზე არიან, მაგრამ 2026-ში მე მათთვის ცხოვრების გართულებას ვაპირებ. ვიცი, რომ ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ მძიმე შრომისა და სათანადო თავდადების ხარჯზე ყველაფერია შესაძლებელი“.

ცნობისათვის, 26 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი ალექს დე მინაური ურთიერთშეხვედრებში იანიკ სინერთან 0:13-ს, ხოლო კარლოს ალკარასთან 0:5-ს აგებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ორმაგ შეცდომას ეისად ვერ შევუფასებ“ - ბეკერმა ზვერევს მიმართა
    „ორმაგ შეცდომას ეისად ვერ შევუფასებ“ - ბეკერმა ზვერევს მიმართა