ალექსანდრ ზვერევი, ბორის ბეკერი
Aa
Aa

„ორმაგ შეცდომას ეისად ვერ შევუფასებ“ - ბეკერმა ზვერევს მიმართა

ყოფილ და მოქმედ გერმანელ ჩოგბურთელებს, ბორის ბეკერსა და ალექსანდრ ზვერევს შორის ბოლო პერიოდში სერიოზული უთანხმოებაა. ყველაფერი ბეკერის შენიშვნებით დაიწყო, რომელმაც ზვერევი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს კონკურენციას ვერ უწევს. საპასუხოდ კი, ალექსანდრმა განაცხადა, რომ ბორისი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას მისი გაკრიტიკებით ცდილობს და ის ამ ყველაფერს მცირე ყურადღებასაც არ მიაქცევს. ზვერევის კომენტარს კი გერმანული ჩოგბურთის ლეგენდამ დაუყოვნებლივ უპასუხა.

ბორის ბეკერი

მე ყოველთვის ზვერევის გამარჯვება მსურს, მინდა მან დიდი სლემის ტურნირები მოიგოს და რეიტინგის პირველი ნომერი გახდეს. თებერვალ-მარტის პერიოდში ამის რეალური შანსი ჰქონდა. მე ექსპერტი ვარ და ჩემი დავალება ობიექტურობის შენარჩუნებაა. თუ ის, ან რომელიმე სხვა მოთამაშე ორმაგ შეცდომას დაუშვებს, ეისად ვერ შევუფასებ. ჩასაფრებული არ ვარ, უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით ჩოგბურთში კარგად ვერკვევი და ვცდილობ ყველაფერი დეტალურად განვიხილო.

ცნობისათვის, ალექსანდრ ზვერევის კარიერაში აქილევსის ქუსლი დიდი სლემის ტურნირებია - ტიტულის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, 2024 წლის როლან გაროსზე და 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე იყო და სამივე შემთხვევაში ფინალში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყურადღების მიქცევა ჩემს ხარჯზე გადაწყვიტა“ - ზვერევმა ბეკერს უპასუხა
„ყურადღების მიქცევა ჩემს ხარჯზე გადაწყვიტა“ - ზვერევმა ბეკერს უპასუხა