ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

„წლებია ამ დაავადებით თამაშობს“ - უცნობი ფაქტი ზვერევზე

ალექსანდრ ზვერევი წლებია დიდი სლემის ტურნირის მოგებას ცდილობს, თუმცა გერმანელ ჩოგბურთელს საამისოდ სულ მცირედი აკლდება. ბუნებრივია, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ყველაზე კარგად, უფროსმა ძმამ მიშა ზვერევმა იცის, რომელიც ასევე ჩოგბურთელი გახლდათ, თუმცა ისეთივე მიღწევებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, როგორც უმცროსი ძმა. გადაცემა BB Tennis-ში სტუმრობისას, მიშამ უამრავ საინტერესო შეკითხვას უპასუხა და დედმამიშვილის შესახებ ერთი ისეთი ფაქტიც გაამხილა, რომლის შესახებაც აქამდე არავინ არაფერი იცოდა.

მიშა ზვერევი

ალექსანდრს კარიერის დასაწყისში აშკარად არ გაუმართლა, რადგან მაშინ ნოვაკ ჯოკოვიჩის, როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის სამეული ბრწყინავდა. ამას დაემატა 2022 წლის როლან გაროსის დროს მიღებული უმძიმესი ტრავმა, რომლის მკურნალობასაც წელიწადნახევარი მოანდომა. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ დასახულ მიზანს მიაღწევს და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი გახდება.

ჩვენი მშობლებით ვამაყობ - ისინი 1990-იანი წლების დასაწყისში მათთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში გერმანიაში ისე წამოვიდნენ საცხოვრებლად, რომ ენა საერთოდ არ იცოდნენ. თუმცა, იმდენი შეძლეს, რომ თავი დაიმკვიდრეს და მე და ჩემი ძმა ჩოგბურთზე შეგვიყვანეს. 

შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, მაგრამ ალექსანდრ ზვერევს დიაბეტი აქვს და თითქმის მთელი კარიერა ამ დაავადებით თამაშობს. ექიმები აფრთხილებდნენ, რომ ჩოგბურთში ხუთსეტიანი მატჩები და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობა დიაბეტზე მკურნალობის პარალელურად გამორიცხული იყო, თუმცა როგორც ხედავთ, ჩემმა ძმამ შეუძლებელი შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ზვერევისთვის კარიერის საუკეთესო შედეგები 2020 წლის ამერიკის ღია პირველობის, 2024 წლის როლან გაროსისა და 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გასვლაა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, სამივე შემთხვევაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყურადღების მიქცევა ჩემს ხარჯზე გადაწყვიტა“ - ზვერევმა ბეკერს უპასუხა
„ყურადღების მიქცევა ჩემს ხარჯზე გადაწყვიტა“ - ზვერევმა ბეკერს უპასუხა