კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი, ლორენცო მუზეტი
Aa
Aa

„მაგის დადგენას დიდი ხანია ვცდილობ“ - მუზეტი ლიდერებს ვერ ეწევა

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის მეცხრე ნომერი ლორენცო მუზეტი გუშინ ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე კარლოს ალკარასთან ორ სეტში დამარცხდა. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ იტალიელს ესპანელისთვის გარკვეული სახის პრობლემების შექმნა შეეძლო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. თამაშის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი ჟურნალისტის საინტერესო შეკითხვაზე, თუ რა აკლიათ მას და დანარჩენ ჩოგბურთელებს ალკარასი-სინერის დუეტამდე, მუზეტიმ ასეთივე პასუხი გასცა:

„ეგ რომ ზუსტად ვიცოდე, ახლა რეიტინგში სულ სხვა პოზიციაზე, მათ სიახლოვეს ვიქნებოდი. არ დაგიმალავთ და დიდი ხანია მაგის დადგენას ვცდილობ, თუმცა სწორ პასუხს ვერ მივაგენი. ფაქტია, რომ ალკარასსა და სინერს ამჟამად გააჩნიათ ის თვისებები, რაც დანარჩენებს არსენალში არ გვაქვს.

მე პირველ რიგში მათ ფიზიკურ მომზადებას გამოვყოფდი - საოცარი გადაადგილებები კორტზე, აღდგენითი პროცესი, კორტზე სწორი მოძრაობა და ხანგრძლივი შეტევების კარგად დამუშავება - ეს ყველაფერი უბრალოდ ფანტასტიკის დონეზე აქვთ აყვანილი. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყველაზე მეტად გასაუმჯობესებელი დაცვიდან შეტევაზე გადასვლა მაქვს“.

ცნობისათვის, 23 წლის ლორენცო მუზეტის საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებზე 2024 წლის უიმბლდონსა და 2025 წლის როლან გაროსზე ნახევარფინალია. 2024 წელს კი, იტალიელი ჩოგბურთელი პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დედაჩემზე ხშირად ვნახულობ“ - ალკარასი სინერთან მეტოქეობაზე
„დედაჩემზე ხშირად ვნახულობ“ - ალკარასი სინერთან მეტოქეობაზე