ალკარასი ჯოკოვიჩის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც სეზონში 70 მატჩი მოიგო
კარლოს ალკარასმა ჯოკოვიჩის მიღწევა გაიმეორა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა, წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლორენცო მუსეტის ანგარიშით 6:4, 6:1 მოუგო.
ეს გამარჯვება ესპანელისთვის სეზონში მე-70 იყო. ის 22 წლისა და 188 დღის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს 2009 წლის შემდეგ, პირველმა მიაღწია. მანამდე ეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოახერხა, რომელიც 22 წლისა და 164 დღის იყო.
შეგახსენებთ, რომ 70 გამარჯვებიდან 16, ალკარასმა ტოპ-10-ის მეტოქეების წინააღმდეგ მოიპოვა.
ცნობისათვის, კარლოს ალკარასის ანგარიშზე უკვე ექვსი დიდი სლემის ტიტულია, რითაც ბორის ბეკერსა და სტეფან ედბერგს გაუთანაბრდა. მასზე ახალგაზრდულ ასაკში კი დიდ მუზარადებზე ექვსი ჩემპიონობა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ ბიორნ ბორგს (22 წლის, 32 დღის) ჰქონდა მოპოვებული.