ESPN: „რეალის დირექტორთა საბჭომ და პერესმა ალონსოს მომავალზე იმსჯელეს“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვდა და მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მომავალზე იმსჯელა. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ESPN-ი იტყობინება.
კიდევ ერთი თემა, რომელიც შეხვედრაზე განიხილებოდა, „რეალის“ ბოლოდროინდელი შედეგები იყო: „ბარსელონასთან“ 4-ქულიანი ჩამორჩება ზრდის ზეწოლას ალონსოზე, იმის ფონზე, რომ ბოლო 5 მატჩიდან ლა ლიგაში „რეალმა“ მხოლოდ 1 მოიგო.
ESPN-ის წყაროს ინფორმაციით, „სიტისთან“ მატჩი გადამწყვეტი იქნება ალონსოსთვის, ხოლო მის შემცვლელებად ამჟამად უმუშევარი ზინედინ ზიდანი და „რეალის“ მეორე გუნდის მწვრთნელი, ალვარო არბელოა განიხილებიან.
„რაც შეეხება გასახდელში არსებულ ვითარებას, შეხვედრაზე იმსჯელეს ვინისიუსის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეფერხებულ მოლაპარაკებებზე, ასევე, ჯუდ ბელინგემისა და ფედერიკო ვალვერდეს ცუდ სათამაშო კონდიციებზე. როგორც წყარო გვიყვება, ფეხბურთელებს ალონსოს მეთოდების არ ესმით“, - წერს ESPN-ი.
ცნობისთვის, „სამეფო კლუბი“ „მანჩესტერ სიტის“ ხვალ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლებს.