კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპემ სელტასთან მატჩში, თითი მოიტეხა

„რეალის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლა ლიგის მატჩში „სელტასთან“ (0:2) თითი მოიტეხა.

ფრანგმა ფებურთელმა დაზიანება თამაშის 43-ე წუთზე მიიღო, როდესაც მცველ ოსკარ მინგესას ატყუებდა. ამის შემდეგ მბაპე  სამედიცინო დახმარების მისაღებად გავიდა და მოედანზე შეხვეული თითით დაბრუნდა.

როგორც El Partidazo de COPE იუწყება, კილიანს მარცხენა ხელის არათითი აქვს მოტეხილი. ამის მიუხედავად, ფორვარდი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება.

ამასთან, იწერება, რომ ედუარდო კამავინგასა და დინ ჰაუსენის მონაწილეობა ამ მატჩში პრაქტიკულად გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს“ - ქეცბაიას დაუმარცხებელი სერია გრძელდება
„ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს“ - ქეცბაიას დაუმარცხებელი სერია გრძელდება