კურტუა: არ მგონია, რომ რეალის ფეხბურთელებს ალონსოსთან პრობლემები აქვთ
„რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა მიიჩნევს, რომ გუნდს ჩაბი ალონსოსთან ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს.
გუშინ სამეფო გუნდმა ლა ლიგის გადადებული მე-19 ტურის მატჩში, „ბილბაო“ სტუმრად დაამარცხა.
კითხვაზე: შეცვლების დროს ვნახეთ, როგორ ეხუტებოდა ჩაბი ალონსო ვინისიუსს, მბაპეს. უფრო დაუახლოვდით მწვრთნელს? - ბელგიელმა მეკარემ ასე უპასუხა:
„არა, ვფიქრობ, ყოველთვის ახლოს ვიყავით მასთან. ჩვენ „რეალში“ ვართ, აქ ნებისმიერი უმნიშვნელო ჟესტი 10-ჯერ გაზვიადებულია – ჩვენ ადამიანები ვართ და ზოგჯერ დაძაბულობას ვაწყდებით, მაგრამ არ მგონია, რომ გუნდს მწვრთნელთან რაიმე პრობლემა ჰქონოდა. რაც ის მოვიდა, საქმე კარგად მიდიოდა. ურთიერთობებში ზოგჯერ ყველაფერი ცოტა უკეთ მიდის, ზოგჯერ ცოტა უარესად, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ რომელიმე მოთამაშე თავს არაკომფორტულად გრძნობდა. აქამდე ყველაფერი კარგად გვაქვს. არ მგონია, რომ ოდესმე გვქონია პრობლემები, ირგვლივ ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. ბევრი ჭორი დადის, თუმცა გუნდის შიგნით, შესაძლოა, ასე სულაც არ იყოს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის საჯაროდ უარყოფა“.
შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ სამეფო გუნდი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა. მისი კონრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.