რეალი ორად გაიყო - ალონსოს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები
ბილბაოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ გუნდში პოზიტიური განწყობაა და პრობლემები არ არსებობს.
ამის პარალელურად კი ესპანური რადიო Cope საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გუნდში არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ალონსოთი უკმაყოფილოები არიან. Cope იმასაც სწერს, რომ აზრი ორად გაიყო.
მაგალითად, ჩაბის მხარს მბაპე, ჰაუსენი, კურტუა, გიულერი და კარერასი უჭერენ, ხოლო მის წინააღმდეგ ვინისიუსი, მენდი, ბრაჰიმი, ენდრიკი, როდრიგო და ვალვერდე არიან. ყველაზე ხშირად კი, რა თქმა უნდა, ვინისიუსის სახელი ისმის.
ახალი არ არის, რომ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს და ალონსოს შორის კონფლიქტი არსებობს. სხვა ფეხბურთელები კი თავიანთი სათამაშო წუთებით არიან უკმაყოფილო.
ეს ყველაფერი სამეფო კლუბის შედეგებზეც აისახა. ბლანკოსმა ლა ლიგის ბოლო 3 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო. სამივე ფრედ დაასრულა, რაც სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე ჩამოქვეითებად დაუჯდა.
მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, ჩაბი ალონსოს გათავისუფლებაზე ჯერ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.